რა სურვილები აქვს სააღდგომოდ მამა შალვა კეკელიას

კეკელია

,,აღდგომა დღეა, როცა ღმერთმა სიკვდილით სიკვდილზე გაიმარჯვა, ჩვენ მარადიული ცხოვრება გვაჩუქა~ - აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ამბობს მამა შალვა კეკელია.

„ვითხოვდი ღვთისაგან ერთ რამეს, ყველა ქართველს ერთმანეთი შეაყვაროს. ღმერთმა ერთმანეთის გატანა გვასწავლოს. შური, ბოღმა დაგვევიწყებინოს

აღდგომა დღეა, როცა ღმერთმა სიკვდილით სიკვდილზე გაიმარჯვა, ჩვენ მარადიული ცხოვრება გვაჩუქა და სიცოცხლის ერთი წუთიც ადამიანს დასაკარგი არ აქვს. ყველა წამს და ყველა წუთს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მინდა ეს ვუსურვო ჩემს ქვეყანას. წმინდა ცეცხლის მადლი, სიკეთე, წყალობა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას, ამინ“, - ამბობს მამა შალვა კეკელიამ.