წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში, სავარაუდოდ, 23:00 საათზე ჩამოიტანენ

გადმოვიდა

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში, სავარაუდოდ, 23:00 საათზე ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.  ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად, III საუკუნეში გადმოვიდა.