რა სიმაღლის უნდა იყოს ვიზიტორი, რომ დაშბაშის კანიონზე დაუშვან

კანიონი

წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი 14 ივნისს გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ებრაელი სტუმრები დაესწრნენ. 

ხოლო დამთვალიერებელს მისი ნახვა 15 ივნისიდან შეუძლიათ.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე 120 სმ-ზე დაბალია, მაშინ მას კანიონზე არ დაუშვებენ.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.

კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე ისრაელის კომპანიამ KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელა.