რა ღირს დაშბაშის კანიონზე შესვლა და „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება

დაშბაში

წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი 14 ივნისს გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ებრაელი სტუმრები დაესწრნენ. 

15 ივნისიდან დაინტერესებულ პირებს ადგილზე მისვლა და ულამაზესი ხედების დათვალიერება შეუძლიათ. 

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.

კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე ისრაელის კომპანიამ KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელა.

3 წლამდე დამთვალიერებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი.

რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი - 150 ლარი.