რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას

პირადობის მოწმობა

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის დაზღვევა შეუძლიათ.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებთ, თუ ის:

👉 დაიკარგა;

👉დაზიანდა;

👉მოიპარეს.

დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:

👉თუ გსურს პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა - 6 ლარი;

👉თუ გსურს პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;

👉თუ გსურს პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა - 16 ლარი.

დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.