რა ოცნება ჰქონდა ილია მეორეს, სანამ პატრიარქი გახდებოდა

ილია მეორე

საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაემშვიდობა. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შემდეგ, ქვეყნის სულიერმა მამამ, უკანასკნელი განსასვენებელი, მისივე სურვილისამებრ, სიონის საკათედრო ტაძარში, ერის უდიდესი სიწმინდეების გვერდით ჰპოვა.

„მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი“, - ამბობდა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო - საქართველო.

„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, - იხსენებდა პატრიარქი.