კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძე კოროანვირუსის მოსალოდნელი მუტაციების შესახებ საუბრობს.
აკაკი ზოიძემ SARS 1 ვირუსი გაიხსენა, რომლის აფეთქვება 2003 წელს დაიწყო.
„ნათლად გამოჩნდა, რომ კორონავირუსი არსად არ გაქრება, ეს არ არის SARS 1, რომლის აფეთქება 2003 წელს იყო, შემდეგ ვირუს „მერსზე“ იყო საუბარი. ისინი რეალურად აღმოიფხვრნენ. ამ შემთხვევაში კი, კორონავირუსის მუტაციის ვექტორები მიმართულია იმ მიმართულებით, როგორც ესპანური გრიპი - 3 წელიწადში ის არსად გამქრალა, უბრალოდ მუტაცია განიცადა.
თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ უფრო ოპტიმისტური სცენარი: პირველი 4 კორონავირუსი, რომელიც აქამდეც ათწლეულებია ცირკულირებს და იწვევდა უბრალო გაციებას, შეიძლება ამ ახალი კორონავირუსის მუტაციაც მივიდეს იქამდე, რომ ის „გაციების“ ვირუსად გადაიქცეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.