მესტიაში მომხდარ დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1736197223
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) - კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა) - კობის და სტეფანწმინდა - ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) - კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.