ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პატრიარქს მისი დაცვის ბიჭები ემშვიდობებიან და ემოციურ პოსტს ურთავს თან.
„ბიჭებს უნდათ დამშვიდობება ვანო მოდით, ცრემლნარევი ხმით დაიბუბუნა მეუფე შიომ და აქვითინებულმა, მთასავით ბიჭებმა მუხლი მოიდრიკეს პატრიარქის ცხედართან. მისი დაცვის ბიჭები, ბიჭები რომლებიც წლები იცავდნენ უწმინდესის უსაფრთხოებას. რა მძიმე სანახავი იყო ვაჟკაცი კაცის ცრემლი, თურმე კაცებიც ტირიან და მერე როგორ შეძლებიათ გლოვა“, - წერს ნინო ჯღარკავა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.