რა ხდება რიკოთზე და გაიხსნა თუ არა მოძრაობა - უახლესი ინფორმაცია

რიკოთის გზა

ამ წუთებში, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან ღამით აღდგა.

ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში