„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
გუდაურში, სადაც 29 ივლისს ტრაგედია მოხდა, ამ დროისთვის პოლიცია იმყოფება. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას და ადგილს იცავს. ტერიტორიაზე მისულისები არიან ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომდგენლებიც. ისინი სწავლობენ პერიმეტრს, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, აღმოაჩენენ თუ არა თვითმფრინავის შავ ყუთს, რომლის მიხედვითაც დადგინდება, რა მოხდა და რამ გამოიწვია ტრაგედია.
ამ დროისთვის ტერიტორია ჩაკეტილია და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.
ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა. ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.