რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი თურქი მსახიობი თბილისიდან

 ებრუ შაჰინი

თურქული სერიალების ვარსკვლავი ებრუ შაჰინი საქართველოშია. მსახიობმა თბილისში გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

მასთან ერთად თბილისში იმყოფება მისი მეუღლე, ცნობილი კალათბურთელი ჩედი ოსმანი. ცნობილია, რომ წყვილი საქართველოს „ევრობასკეტის“ ფარგლებში სტუმრობს.

შეგახსენებთ, რომ ებრუ შაჰინი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალით „თავქარიანი“, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს, ასევე შაჰინი მონაწილეობს სერიალებში „სტამბოლელი პატარძალი“ და „ლეგენდა“.