რა ასაკში ქორწინდებიან ქალები და კაცები საქართველოში - საქსტატის ანგარიში

ქორწინება

საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემების ამსახველ დოკუმენტში წერია.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებითვე, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება და 13 664 განქორწინება.