რა არის თვითშეფასება და რა ასაკიდან უყალიბდება ადამიანს საკუთარი თავის მიმართ წარმოდგენა?

ფსიქოლოგია

ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დირექტორი, მარინა კაჭარავა განმარტავს, თუ რა არის თვითშეფასება და რა ასაკიდან უყალიბდება ადამიანს საკუთარი თავისადმი წარმოდგენა.

მისი თქმით, ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ექვსი წელი.

„თვითშეფასება გახლავთ ფსიქო ემოციური დამოკიდებულება და ემოციურ კოგნიტიური დამოკიდებულება  საკუთარი თავისადმი.

ადამიანს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება და წარმოდგენები  უვითარდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში და შემდეგ მთელი მისი ცხოვრება არის საკუთარ თავთან ურთიერთობა.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვობა პირველი ექვსი წელი, რომლის დროსაც პიროვნული კარკასი ყალიბდება ხოლო შემდგომ მთელი ის ცხოვრება, რასაც ის გაივლის, თუ რა დამოკიდებულება აქვს თვითონ მას საკუთარი თავისადმი, რა დამოკიდებულება აქვთ სხვებს - მისდამი, ეს შეადგენს  ერთ მთლიან მე კონცეფციას, ანუ მე რას ვფიქრობ ჩემს თავზე და სხვები რას ფიქრობენ ჩემზე", - განმარტავს მარინა კაჭარავა.