რა არის ფულადი გზავნილი?

გზავნილი

თანამედროვეობაში, როდესაც მთელ სამყაროში ტექნოლოგიები ჩვენს თვალწინ, მხოლოდ ერთ დახამხამებაში ვითარდებიან, ამიტომაც სულ უფრო მარტივდება სხვადასხვა ტიპის ოპერაცია, მომსახურება თუ სერვისი. დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს ადამიანებს შორის ინფორმაციისა თუ თანხის გაცვლა-გამოცვლა, მდებარეობისდა მიუხედავად. უკვე ყველგანაა შესაძლებელი ახლობელი ადამიანისთვის ხმის მიწვდენა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა, რა თქმა უნდა.

უშუალოდ თანხის მართვაც საკმაოდ გამარტივებულია და საკრედიტო ბარათი დიდ შესაძლებლობებს იძლევა. თავის მხრივ, დიდ მანძილზე თანხის გაცვლა ყოველთვის იყო საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება, რადგან დარწმუნებით ვერ იტყოდი, გზავნილი ჩააღწევდა თუ არა დანიშნულების ადგილზე სრულად. დღეს უკვე ეს ნაწილიც საკმაოდ კომფორტულადაა მოგვარებული და შესაძლებელია ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად განახორციელოთ მთელი პროცესი, გზადაგზა კი თვალიც შეავლოთ გზავნილს.

ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს უამრავი ადამიანი ირჩევს უცხოეთში წასვლას სამუშაოდ თუ სასწავლებლად, ამიტომ მუდმივად დგას იმის საჭიროება, რომ ეტაპობრივად შესაძლებელი იყოს თანხის გაგზავნა. ამის გამო, ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ ეს სერვისი სულ უფრო მეტად იყოს დახვეწილი და მოქნილი დედამიწის უმეტეს ქალაქში. დღეს უკვე ძალიან ბევრგანაა შესაძლებელი ფულადი გზავნილის გაგზავნა მარტივად და კომფორტულად.

ფულადი გზავნილები ის ფინანსური პროდუქტია, რომლის მეშვეობითაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ თანხა სხვა ქვეყანაში მყოფ ადამიანს გავუგზავნოთ საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე. სერვისით სარგებლობა ყველგანაა შესაძლებელი - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიო ნებისმიერ წერტილში, რაც ასე მიმზიდველს ხდის განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის. ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა შესაძლებელია ბანკისა თუ სხვა ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელი კომპანიიდან.

დღეს აღნიშნული სერვისით სარგებლობა მაქსიმალურად გამარტივებულია და შესაძლებელია მთელი პროცესის ვებ.გვერდიდანვე კონტროლი. ფულადი გზავნილის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი სისწრაფე და სანდოობაა - თანხის მიღება შესაძლებელია უმალვე საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით, მაშინ, როდესაც პირად ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვით უფრო გვიანდება ეს. თანხის მითითებისას უნდა აირჩიოთ სასურველი ვალუტა, რაც იმის მიხედვით უნდა გათვალოთ, სადაც აგზავნით.

იმისათვის, რომ გაგზავნოთ ფულადი გზავნილი, აუცილებელია შეავსოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ ისეთ პირად მონაცემებს, როგორიცაა მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში, საკონტაქტო ნომერი. მას შემდეგ, რაც ინფორმაციას შეიყვანთ, გზავნილს მიენიჭება უნიკალური კოდი, რომლითაც შესაძლებელი გახდება მისი იდენტიფიცირება, შემდეგ კი განაღდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უნიკალური კოდი არ უნდა გაუზიაროთ მესამე პირს, მისი განდობა შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მიმღებ პიროვნებაზე. გზავნილის მისაღებად, მიმღები პირი უნდა ესტუმროს ბანკს, სხვა შემთხვევაში მისი განაღდება შესაძლებელია როგორც ბანკომატზე, ისე ავტომატური გადახდის აპარატზე.

სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებში განსხვავებული პირობებია ფულად გზავნილებზე, ამიტომაც აჯობებს თუ თავდაპირველად აუცილებლად განიხილავთ ალტერნატივებს და საუკეთესოს აირჩევთ. როგორც წესი, გზავნილის მოცულობაზე დაწესებულია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც განსაზღვრავს კონკრეტული ფინანსური ორგანიზაცია, რომელზეც ასევეა დამოკიდებული გაგზავნის საკომისიოს რაოდენობაც, რომლის გადახდაც შეუძლია ან გამგზავნს ან მიმღებს.