1746938520
რა არის „ესპანური სირცხვილი“ და განვიცდით თუ არა მას, ქართველები?

ოდესმე გიგრძვნიათ სირცხვილი სხვა ადამიანების ქმედებების გამო? მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანმა, რომელსაც კარგად იცნობთ, სულელურად იხუმრა. ან შეიძლება უხერხულად იგრძნოთ თავი, როდესაც უცხო ადამიანი წაიქცევა. ალბათ ბევრი ასეთი მაგალითი გახსოვთ თქვენი ცხოვრებიდან. სხვისი ქმედებების გამო უხერხულობის გრძნობას „ესპანური სირცხვილი“ ჰქვია და ასევე აქვს სხვა პოპულარული სახელი - „ქრინჯი“. ფსიქოლოგებმა კარგად იციან ეს ფენომენი და ბევრი საინტერესო რამის თქმა შეუძლიათ მის გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად, იცოდით, რომ თუ ხშირად განიცდით ესპანურ სირცხვილს, ძალიან ემპათიური ადამიანი ხართ?
რა არის „ქრინჯი“?
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, საიდან გაჩნდა ტერმინი „ესპანური სირცხვილი“. ყველაზე პოპულარული და ლოგიკური ვერსია ამბობს, რომ ეს მომდინარეობს ესპანური გამოთქმიდან vergüenza ajena, რომელიც შეიძლება სიტყვასიტყვით ითარგმნოს როგორც "სირცხვილი სხვებისთვის".
მსგავსი გამონათქვამები არსებობს მსოფლიოს სხვა ენებზეც. მაგალითად, გერმანულში არის სიტყვა fremdschämen, რომელიც ითარგმნება როგორც "უცხოს სირცხვილი". ფინელები სიტყვით myötähäpeä აღწერენ სხვა ადამიანების სულელური ქმედებების უხერხულ განცდას.
გამოთქმა "ესპანური სირცხვილი" თანდათან კარგავს პოპულარობას, რადგან ყველაზე ხშირად ინტერნეტში და ცხოვრებაში ადამიანები იყენებენ სიტყვას cringe - ითარგმნება როგორც "დაპატარავება", „შეკუმშვა“ და მართლაც, როდესაც ადამიანი განიცდის სირცხვილს, მას სიტყვასიტყვით სურს, დაპატარავება და უხერხულობისგან თავის დაღწევა.
ასევე ნახეთ:
მკვლელობა თბილისში - რა ინფორმაცია ვრცელდება დანაშაულზე
ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის - ნახეთ, ასტროლოგთა პროგნოზი
გურიაში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა - ქალი კლინიკაშია მოთავსებული