,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა! - სამწუხარო ინფორმაციას, მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს.
„უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი!
სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევა შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ“, - წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
რამდენიმე წლის წინ, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაცია, მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ბავშვობის ფოტოს და ტექსტს აქვეყნებს:
„მსახიობი ბესო მეგრელიშვილი:
ერთი შეხედვით, სურათზე მომზირალ პატარა ბიჭუნას, არაფერი აქვს საერთო იმ დახასიათებასთან, რომელიც გამანდვეს.
აი ეს ბიჭი, ბავშვობაში ერთი წინადადებით მონათლეს: „ქვეყნის უბადლო ამომგდები და ნათესაობის დამწიოკებელი.“