ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა

piroteqnika

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, პაციენტებს მტევნის ტრავმა აქვთ, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია.

"შემოვიდა ორი პაციენტი პიროტექნიკით დაზიანებული, აღენიშნებოდა ორივეს მტევნის ტრავმა, ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკის საშუალებით, რომელსაც გამოიყენებდნენ გაუსკდათ ხელში რა, ასე რომ ვთქვათ, მოხმარების დროს", - ამბობს ექიმი.
ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

ასევე ნახეთ:

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა -“გაიქეცი!” - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

“უცნობია, როდის შევძლებთ…” - რას წერს საქართველოს ელჩი იაპონიაში, რომელიც მიწისძვრის დროს მატარებელში იყო