ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“ - ამილახვარი

 გიორგი ამილახვარი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“,-ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უწყება გეგმავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონის მასშტაბით ფლაგმანი, რომელიც მოახდენს ქართული განათლების ექსპორტს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეს არის საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“. ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს წლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ფლაგმანი, რომელიც მოახდენს ქართული განათლების ექსპორტს“,-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლების მინისტრმა დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა.