ქსელურ მარკეტებში, 15 პროდუქტს ფასი დააკლდა - ფასდაკლებული პროდუქტების სია
1778685173
ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ვულკანი მერაპი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის სააგენტო იუწყება.
ვულკანის ლავის ნაკადები 1.5 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა.
ახლომდებარე მცხოვრებლებს მოუწოდეს, სახიფათო ზონებში, კრატერიდან სამიდან შვიდი კილომეტრის რადიუსში, ნებისმიერი სახის აქტივობა შეწყვიტონ.
მოსახლეობის ევაკუაცია ამ დროისთვის არ მიმდინარეობს.
მერაპი არის უდიდესი აქტიური ვულკანი ინდონეზიაში, მისი სიმაღლე 2 910 მეტრია.