პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, სამასი არაგველის, ლუსინიანის, აბუსერიძე-ტბელის, ქედის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კამალოვის, ქართლელიშვილის, მესხიშვილის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, ლიკანის, სართანიას, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ცოტნე დადიანის, ლოტკინის, მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, მანაგაძის, ბაღნარის, შუშის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, უზნაძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, სოფელი წავკისის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.