წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენეტებს აფრთხილებს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის  დასახლებაში, სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ  ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მუხიანის აგარაკებში: ვარდისუბნის, განთიადის, სამთავროს,  თერგის,  ხრესილის, სნოს, ოშკის, ნეკრესის, დაისის, რაჭის, ვანის, ხვანჭკარა,  გრემის, იაკობის, მუხის, იასამნის, ნაკადულის, მახარობლის, გაზაფხულის,  შემოდგომის,  დიდგორის, არწივის, ალავერდის, საირმის, შუამთის, ერთობის, შორაპნისა და  მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge.