ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

თელასი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ელექტრომომარაგება გლდანის რაიონში შეიზღუდება:

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) , გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ხერგიანის, ჯანჯღავას და ზირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 04:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, V, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანულას დასახლების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გიორგიწმინდას, ომარ ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ბადრი კობახიძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, რამაზ გოგიაშვილის, გიორგი ბაბილოძის, თეთრი ტბის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბნის, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, კლარა კვეესის, ზურა მირაქიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.