1734793091
ქუჩები, სადაც შუქი 8 საათით გაითიშება - ჩამონათვალი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ამაშუკელის, ძოწენიძის, დათუაშვილის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, კაპანელის, აბულაძის, ჩხიკვაძის, დადიანის, გამრეკელის და პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სტრაბონის, ლამბერტის, მეფე მირიანის, დანიბეგაშვილის, რამაზის, თინათინის, ფატმანის, ავთანდილის, ვეფხისტყაოსანის, ერედვის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის, ყიფშიძის და წყნეთის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.