ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ქონების გადასახადის ჩამოწერა და ჩამოკლება იქნება ერთგვარი კარგი ბერკეტი კერძო სექტორისთვის, - ამის შესახებ „დისქავერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ნინო კეკელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლებიც ტურიზმში ოპერირებენ, „რათა მაქსიმალურად მოახდინონ პანდემიის შემდეგ უკვე ეფექტური თვლა და ხარჯების მინიმიზაცია“.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო საკმაოდ გონივრული და დროული, რომელიც ახლოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში წესით დადებითად უნდა აისახოს კერძო სექტორის განვითარებაზე”, - აცხადებს კეკელიძე.
„დისქავერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ იგივე შეღავათი, რომელიც ტურისტულმა ბიზნესმა 2020 წლის ქონების გადასახადზეც მიიღო, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო დადებით შედეგებს მოიტანს.
„2021 წელი რადგან იყო აღდგენითი პერიოდი მაინც იყო გარდამავალი სექტორისთვის. რა თქმა უნდა აისახა დადებითად, თუმცა ვფიქრობ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უფრო დადებით და უკეთეს შედეგებს გამოიღებს“,- ამბობს ნინო კეკელიძე.