VIDEO: შენ ხარ ყველაზე მაგრად მომუშავე კონკურსანტი, ვინც ამ შოუში მინახავს. შენ უნდა მიიღო მილოცვები - ლაიონელ რიჩი ნუცა ბუზალაძეს

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ქართველი მომღერალი ტოპ 20-ში მოხვდა. ნუცას ჟიური და დარბაზი ფეხზე წამოუდგა.

ძალიან გულისამაჩუყებელი და ემოციური ვიდეო გავიდა ნუცას გამოსვლამდე, სადაც ის ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ამერიკაში, ასეთ ვითარებაში მოხვედრაზე ოცნებობდა.

შენ ხარ ყველაზე მაგრად მომუშავე კონკურსანტი, ვინც ამ შოუში მინახავს. შენ უნდა მიიღო მილოცვები - უთხრა ლაიონელ რიჩმა ნუცა ბუზალაძეს.

ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც American Idol-ზე ვიხილეთ. 

ნუცას მხარდასაჭერად ხმის მიცემა ამჯერადაც, 10 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, კერძოდ, თბილისის დროით, დღის 14:00 საათამდე შეუძლიათ ნუცას გულშემატკივრებს ხმის მიცემა, რისთვისაც სამი გზა არსებობს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/

 
ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით American Idol app

აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…

ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით – ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე.

თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.

მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/

მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით American Idol app

აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…

მაქსიმუმ 10 ხმა – სმს-ების საშუალებით, ნუცასთვის მინიჭებული ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს ნომერზე 21523