„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
დასკვნით ეტაპზეა ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა; უკვე მოწესრიგდა საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები. შედეგად, ქუჩებს დაუბრუნდება თელავისთვის დამახასიათებელი ისტორიული იერსახე.
პარალელურად, ბოლო ეტაპზეა დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერისა და თანამედროვე, "პიაცას" ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები.