პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მომსახურების მიმღებ პირებს შეხვდნენ

პროკურატურა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - ,,არა ფემიციდის“ ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების  მომსახურების მიმღებ პირებს საქართველოს პროკურატურის  და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილე პირებს მათი უფლებების  და გენდერული თანასწორობის საკითხებზე  ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოს პროკურატურაში დაზარალებულთა ინტერესებზე მორგებული მიდგომების  მნიშვნელობაზე, განიხილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები და  სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე პირებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, რომლებიც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა მსხვერპლების/დაზარალებულების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია  აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის  ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.