პროდუქტები, რომელთა შენახვის წესების დარღვევა ჯანმრთელობისთვის საგანგაშოა

მაცივარი

საკვების არასწორად შენახვამ შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე შექმნას. სპეციალისტები მომხმარებლებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებს, რადგან არასწორ ტემპერატურაზე შესაძლოა, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები გამრავლდეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:

უმი ქათმის ხორცი და ფარში;

თევზი და ზღვის პროდუქტები;

რძე და რძის ნაწარმი;

კვერცხი;

მოხარშული ბრინჯი და მზა კერძები;

მაიონეზიანი სალათები;

კონსერვები დაზიანებული ან გაბერილი შეფუთვით.

მალფუჭებადი პროდუქტები, როგორც წესი, მაცივარში, 4°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. მომზადებული საკვები ოთახის ტემპერატურაზე ორ საათზე მეტხანს არ უნდა დარჩეს, ხოლო, მაღალი ტემპერატურის პირობებში ეს დრო ერთ საათამდე მცირდება.

გაითვალისწინეთ: საკვები შესაძლოა სახიფათო იყოს მაშინაც კი, თუ მას შეცვლილი სუნი, ფერი ან გემო არ აქვს. შენახვის წესების დაცვა საკვებით მოწამვლის რისკის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

✕