"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი პოზიტიურ სიგნალს უწოდებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მამამისისთვის გაკეთებულ შეთავაზებას.
„რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყველა ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინა ნახვაზე, რაც არის მტკივნეული საყურებელი. მე, როგორც მის შვილს, მინდა, რამე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ უძლური.
არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო. მათ აქვთ პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე. მე გახარებული ვარ. პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ, რა შედეგამდე მივა. როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავში, ჟურნალისტებთან საუბრისას.