პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თანამედროვე ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. დღესდღეობით Instagram-ის ჩამოსქროლვა დილის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორიც პირის დაბანა ან სულაც საუზმის მირთმევაა.
ამ სტატიაში Instagram-ის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ:
1)მიუხედავად იმისა, რომ Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად მატულობს, ცოტამ თუ იცის, რომ ამ პოპულარული პლატფორმის თავდაპირველ სახელად შემქნელებს Codename ჰქონდათ შერჩეული. თუმცა, აპლიკაციის ჩაშვებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მათ აზრი მოულოდნელად შეიცვალეს და მას Instagram-ი დაარქვეს.
2) საინტერესოა ისიც, რომ Instagram-ი ორი სიტყვის - „instant camera“-სა და „telegram“-ის შერწყმის შედეგად მიიღეს.
3) Instagram-ზე პირველი ფოტო 2010 წლის 16 ივლისით თარიღდება და ის აპლიკაციის ერთ-ერთ შემქმნელს კევინ სისტრომს ეკუთვნის. როგორც ვხედავთ, ფოტოზე ძაღლია გამოსახული.
4) სხვათა შორის, Instagram-ის მომხმარებელთა 68%-ი ქალია.
5) აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორი კაილი ჯენერია. მის მიერ ატვირთული ახალშობილი ქალიშვილის ფოტოს 17,9 მილიონი ლაიქი აქვს.
6) Instagram-ის ექაუნთების 8%-ი ფეიკია.
7) #love, #instagood, #me, #cute და #follow კი სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად გამოყენებული ჰაშთეგებია.
8) აქვე გეტყვით იმასაც, რომ ერთი ჰაშთეგის გამოყენება თქვენს პოსტზე ე.წ. Engagements (ჩართულობას) 12,6%-ით ზრდის.
9) პიცა, სუში და სტეიკი კი ყველაზე ინსტაგრამული საჭმელების სიაში მოწინავე პოზიციას იკავებს.
10) 2021 წლის მონაცემებით, Instagram-ზე ყველაზე მეტი ფოლოვერი კრისტიანო რონალდოს ყავს. მისი გამომწერთა რაოდენობა დაახლოებით 315.81 მილიონია.