1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
Demna Daily სოციალურ ქსელში, დემნას ერთ-ერთ ინტერვიუს აქვეყნებს.
- Times UK: მიუხედავად იმისა, რომ ბელგიური მოდის სკოლას ეკუთვნი, პარიზიდან საცხოვრებლად შვეიცარიაში გადახვედი და არა ბელგიაში, რატომ?
- დემნა: უნდა ვთქვა, რომ თავიდან ბელგიას ვფიქრობდი, მაგრამ შვეიცარიაში ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მიყვარს შვეიცარიის ბუნება და სიმშვიდე. თან შვეიცარია იმ ადგილს ჰგავს, სადაც მე ვიზრდებოდი.
- Times UK: გიფიქრია, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნდე?
- დემნა: საცხოვრებლად? არა. უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანებისთვის. ჩემს ცხოვრებას შვეიცარიაში ვხედავ, ამიტომ გადმოვიტანე ყველაფერი აქ. არსად მიგრძნია თავი იმდენად დაცულად და კარგად როგორც აქ.
- Times UK: როგორია შენი ცხოვრება შვეიცარიაში?კრონენჰალეში ვახშმობ და ციურიხის ტბასთან სეირნობ?
- დემნა: კრონენჰალეში მართლა ხშირად დავდივარ, სტუმართა წიგნშიც ვარ [იცინის], მიხარია, რომ ვეგანური კერძები დაამატეს, ერთიდაიგივეს ჭამა აღარ მიწევს. სხვა მხრივ, ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.