პოლიტიკოსი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა

ნემო ბურჭულაძე

80 წლის ასაკში პოლიტიკოსი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისმა თანამებრძოლმა, რევაზ კემულარიამ გაავრცელა.

ნემო ბურჭულაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო.

1990-1991 წლებში იგი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ნემო ბურჭულაძე ასევე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.

ნემო ბურჭულაძე 1946 წლის 23 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში დაიბადა.

✕