ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება უახლოეს დღეებში 180 გრადუსით შეიცვლება
1732220968
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ყველა მომავალ წევრზე შეთანხმებას მიაღწია, მათ შორის უნგრეთის კვოტით წარმოდგენილი ოლივერ ვარჰეის კანდიდატურაზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპარლამენტსა და ევროკომისიის მომავალ წევრებს შორის ჩიხური ვითარება იყო შექმნილი.
ევროპარლამენტს განსაკუთრებით არ სურდა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა. ესენია: ესტონელი კაია კალასი, იტალიელი რაფაელე ფიტო, რუმინელი როქსანა მინზატუ, ფრანგი სტეფან სეჟურნე, ესპანელი ტერეზა რიბერა, ფინელი ჰენა ვირკუნენი და უნგრელი ოლივერ ვარჰეი.
კანდიდატების გარშემო წარმოქმნილი კამათის დასრულების დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დებატები ევროპარლამენტში 4 ნოემბრიდან მიმდინარეობს. ევროკომისიამ პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მუშაობას 1 დეკემბრიდან უნდა შეუდგეს.