პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა

    TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია  Filmebi onlain Solum Development 2023 წლის იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალება 2023 წლის იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალება  ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები

სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში ამ თვიდან შევიდა ძალაში.

შედეგად, თუ აქამდე პროდუქტის აწონვისას პოლიეთილენის პარკის გამოყენება უფასოდ იყო შესაძლებელი, მიმდინარე თვიდან მსგავსი პარკების გამოყენება დარღვევას წარმოადგენს და მასზე შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან ცვლილება შეეხება ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებსაც. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო.