1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე, ერთჯერადი დახმარების სახით, 1000 ლარის ოდენობის თანხა გაიცემა. დეკრეტული შვებულების თანხა 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება. ასევე, ცვლილებები შეეხებათ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
"ჩვენ შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება იყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით, შემდეგ გახდა 100 ლარი, გასულ წელს. წელს 150 ლარი და შემდეგ წელს იქნება 200 ლარი. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ამ ყოველთვიურ, 200 ლარიან დახმარებას და თითქმის ნახევარ მილიარდამდე არის ამ პროგრამის ბიუჯეტი.
ასევე მინდა ვთქვა, რომ დემოგრაფიული საკითხები არის პრობლემატური და საჭიროებს უფრო კომპლექსურ მიდგომას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცეთ ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით. აქვე, საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახია. ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით.
ასევე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დეკრეტული შვებულების თანხა 1000 ლარის ნაცვლად გახდა 2000 ლარი. მე ამაზე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ჩართულობა. ეს არის მნიშვნელოვანი, ეროვნული საკითხი. ამიტომ დემოგრაფიულ საკითხებს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.