1746733863
„პირველ დღეს თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი კოვიდისტორიით

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი კოვიდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მისი ინფიცირების პირველ დღეს აღწერს.
კაჭკაჭიშვილის თქმით, ინფიცირების მეორე დღეს თავს ბერვად უკეთ გრძნობს.
„პირველ დღეს თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა. თმის ღერიც კი მტკიოდა სიცხეც მაღალი !!დღეს გავიღვიძე აღარც სიცხე და ვითომც არაფერი ნამცხვარიც კი გამოვაცხვე მიდი და გაიგე ეხლა რაშია საქმე ნუ ვერ ვიტყვი რომ ჩიტივით დავფრინავ მაგრამ გუშინ ჯოჯოხეთი გავიარე და შედარებაც კი არ შეიძლება დღევანდელ დღესთან“,- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 10 თებერვალს, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 444 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.84%.