პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ პირი, რომლის რომლის პიტბულმაც ყველასთვის ცნობილი ძაღლი „ჟორჟიკა“ დაგლიჯა პატრულმა 500 ლარით, ხოლო ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა 100 ლარით დააჯარიმა.
ლოსაბერიძის თქმითვე, „ჟორჟიკა“ ახლა თავს კარგად გრძნობს და ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ არის.
„გთხოვთ ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას ჟორჟიკაზე, რომ მოკვდა. არ მომკვდარა, არის ძალიან კარგად, გადის მკურნალობის კურსს, დადის ექიმთან ყოველ დღე გადახვევებზე და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მეორე - იმ ნაბიჭვრის ვიდეოს პოსტი დავმალე რაღაც დროით, ჟორჟიკას პატრონის თხოვნით. გავარკვიეთ ვინ იყოს ის ნაძირალა ბიჭი, პიტბულის პატრონი და ჟორჟიკას პატრონი აპირებს დაელაპარაკოს ადამიანურად რომ ძაღლს არაფერი დაუშაოს კიდევ.
ასევე შეტანილია მაგ ნაგავის სახელზე საჩივარი...
მეტი სიახლე არ არის ჟორჟიკას ამბავზე და ძალიან გთხოვთ, დეზინფორმაციებს ნუ გაავრცელებთ“, - წერს ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში.