პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1-ელი იანვრიდან საქართველოში თამბაქო სადა შეფუთვით გაიყიდება. ახალმა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორისგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, თამბაქოს მოხმარების სურვილი ეფექტურობას დაკარგავს და ამ პროდუქტზე ადამიანების აღქმა პოზიტიური აღარ იქნება.
„ახალი ტიპის რეგულაცია 10 წლის წინ ავსტრალიამ აამოქმედა და ეს ნორმა 35 ქვეყანაში მოქმედებს. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, კოლოფი ეფექტურობას დაკარგავს და აღქმა ამ პროდუქტზე არ იქნება ისეთივე ჯანსაღი, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. სადა შეფუთვის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი იქნება ის, რომ ახალგაზრდების და ბავშვების ნაწილი არ დაიწყებს ამ პროდუქტის მოხმარებას, რადგან მათთვის არ იქნება თამბაქო ისეთივე მიმზიდველი და გამოსაჩენიც კი.
რაც შეეხება არსებულ მწეველებს, არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ მწეველებშიც კი ეფექტურია ეს რეგულაცია. დაახლოებით, 2-3% ანებებს თავს თამბაქოს პროდუქტების მოხმარებას იმის გამო, რომ კოლოფის დიზაინი აღარ არის მათთვის მოსაწონი. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში, მათ უფრო უჩნდებათ განცდა იმისა, რომ თამბაქო არის ჯანმრთელობისთვის საშიში. პირდაპირ გეუბნებით, ნებისმიერი ბრენდის, უცხოეთში თუ საქართველოში წარმოებული, თამბაქო არის ნაგავი“,- განაცხადა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან მთავრობის დადგენილებით, თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. ცვლილების მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ბრენდის სახელწოდება შეფუთვაზე ისევ იქნება, თუმცა ნაკლები ხილვადობით. მისი განთავსება ქართულ ენაზე სავალდებულო ხდება, სურვილის შემთხვევაში კი ინგლისური შრიფტითაც დაშვებული იქნება. კოლოფის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის რისკების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერები და პიქტოგრამები დაიკავებს.
ასევე ნახეთ:
👉 ტკბილი საწამლავი – დანამატები და არომატები თამბაქოში, რომელიც ჯანმრთელობას ანგრევს
👉 როგორ გაარჩევს მომხმარებელი რომელ სიგარეტს ყიდულობს - იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება