პედიატრი ასახელებს 5 ფაქტორს, რომელიც ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება

foto

პედიატრი, სალომე ახვლედიანი ასახელებს 5 ფაქტორს, რომელიც მისი თქმით ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება.

პედიატრი ამბობს, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად არ გამოდგება „ხალხური მეთოდები“ და ბავშვების ბაღში ტარებისგან თავის არიდება.

„ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს მრავალფეროვანი საკვების მიღება, ჰაერზე სეირნობა, სტრესის და შფოთვის დაბალი დონე, საკმარისი ძილი და გაკაჟება, იმუნიტეტს ასევე ამაღლებს ვაქცინაცია.

რაც შეეხება იმას, თუ რა არ აძლიერებს იმუნიტეტს, ესენია – იმუნიტეტის ასამაღლებელი დანამატები, მულტივიტამინები, ძველმოდური ხალხური მეთოდები, მაგალითად ნივრის ან ხახვის ჭამა და ბაღში ტარებისგან თავის არიდება…“, – ამბობს პედიატრი სალომე ახვლედიანი.