1756880280
„პატრიოტები ევროპისთვის“ „ენჯეოების“ ქსელის დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დაფინანსების გამჭვირვალობას კიდევ ერთხელ ითხოვს.
მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის სახალხო პარტია კვლავ უარს ამბობს გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობაზე, რადგან მათ კიდევ ერთხელ დაბლოკეს მემარჯვენე ევროპარლამენტარების ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.
უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რათა გამოააშკარაონ კორუმპირებული, გლობალისტი „ენჯეოების“ ქსელი და აღარ დაუშვან მსგავსი ორგანიზაციებისა თუ ლგბტქ პროპაგანდის დაფინანსება.