1756880280
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„თალიბანის“ ადმინისტრაციის განცხადებით, მიწისძვრით დაზარალებულ მთიან აღმოსავლეთ რეგიონებში სამძებრო ოპერაციები გრძელდება.
მათივე ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 2 205-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 3 640 ადამიანი.
კვირას, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველმა მიწისძვრამ, რომელიც ავღანეთში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იყო, ფართომასშტაბური ზიანი და ნგრევა გამოიწვია ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში.