არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესია სუს-ის გამართული ფუნქციონირება იმის ფონზე, რომ რისკები ძალიან ბევრია. იქამდე არიან მისულები, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რომ ვუწოდებთ, ყველაფერს იკადრებენ, რომ დააზიანონ ქვეყანა

არჩილ გორდულაძე

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული ფუნქციონირება. იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე არის ოკუპირებული, რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სუს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გარედან მომავალი საფრთხეების და შიდა გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გამართულად იმუშაოს.

„გარედან მომავალ საფრთხეებთან ერთად, შიგნით სამწუხაროდ, ქართული პასპორტისა და მოქალაქეობის მქონე ადამიანებიც იბრძვიან ისევ და ისევ სახელმწიფოს წინააღმდეგ. რისკები ძალიან ბევრია. ადამიანები იქამდე არიან მისულები, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რომ ვუწოდებთ ხოლმე, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერს იკადრებენ იმიტომ, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული ფუნქციონირება. იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე არის ოკუპირებული, რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. სწორედ ამ დროს არის, რომ მათ შორის როგორც სტრუქტურა, ასევე, ადამიანები, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პირველ რიგში პროფესიონალები იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, რომლებიც ახლაც ბევრნი არიან მაგრამ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ეს სამსახური. სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა შსს-თან ერთად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.