დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
1774688916
სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები გრძელდება. სასულიერო პირები ლოცვას უწყვეტად აღავლენენ.
სრულიად საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეებიც. ტაძარში მიდიან როგორც თბილისში მცხოვრები, ისე სპეციალურად რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც. საფლავთან მიახლოება ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია.
"რამხელა კვალი დატოვა და რამხელა სიყვარული ჰქონდა ჩვენს პატრიარქს. იგი უტოლდება იმ წმინდა მამების რიცხვს, რომლებმაც დიდი ბურჯი და საყრდენი შეუქმნეს ჩვენს ეკლესიას, ამაზე მიუთითებს ამ ხალხის დაფასება და სიყვარული. პატრიარქს ყველა უყვარდა განსაკუთრებულად და როგორც გამოჩნდა და ცხადი გახდა, თურმე ადამიანებსაც როგორ უყვარდათ ის. ყველაზე მეტი წირვა პატრიარქს სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში აქვს ჩატარებული და სიონისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული საქვეყნოდ ცნობილია,"- აცხადებს დეკანოზი მამა ილია (ნემსაძე).
პატრიარქის თანამოსაყდრისა და მეუფე შიოს გადაწყვეტილებით, პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.