დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც

ხუნდაძე

ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა და ყოველთვის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

„ეს ქმედება ახალი არ არის. პირველად არ ვხედავთ მის მსგავს დესტრუქციულ საქმიანობასა და მოწოდებებს რევოლუციისა და დამხობისაკენ, თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც. რამდენჯერაც ვინმე განიზრახავს ხელისუფლების დამხობას, კანონი მყისიერად იმოქმედებს და ის ყოველთვის აღმოჩნდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.