პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

პატრიარქი

დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება.ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, - ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი,- ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის  წერილშია ნათქვამი.

„გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით „მოწყალებისა კარი განგვიღე...“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ,  ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს“,- წერია პატრიარქის მიმართვაში.