პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონს, ვეტერან მოჭიდავეს ცოტნე ბარამიძეს 24 აგვისტოს დაკრძალავენ.
ახალგაზრდა მწვრთნელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
ცოტნე ბარამიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.
„ცოტნე ბარამიძე, გორის ჭიდაობის დარბაზში აღზრდილი ტიტულიანი სპორტსმენი გახლდათ, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და ნაყოფიერადაც მუშაობდა ახალი თაობის მოჭიდავეებთან სხირელის სახელობის დარბაზში.
ცოტნეს გარდაცვალება, დიდი ტკივილი და დანაკლისია ჩვენი სააგენტოსთვის, გორის სპორტული საზოგადოებისათვის.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს“
„რჩება მხოლოდ სურათები, რომლებიც ჩვენი მეგობრობის სხვადასხვა ისტორიას ინახავს და ბევრი ტკბილი მოგონება, რომლებიც საბოლოოდ ძვირფასი მოგონებების განუყოფელი ნაწილი ხდება!“,- წერენ სოცქსელში.
ასევე ნახეთ:
ნუკი კოშკელიშვილი ქმართან გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს
ნახეთ, როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე - მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა