პატარა ბავშვებს არ უნდა მოსთხოვოთ „პასპორტის ჩვენება” - ექიმი მშობლებს მიმართავს

პატარა ბავშვი

ახალგაზრდა ექიმი, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლების მიერ მცირეწლოვნების პირადი სივრცის დაცვის შესახებ საუბრობს.

„ფაქტებით დადასტურებული საკითხი: პატარა ბავშვებმა ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიერონ პირადი სივრცე და პირადი ნაწილები - ამას საქართველოში მშობლები არ იღებთ და არ აღიარებთ ამ ყველაფრის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ბავშვის ფსიქიკაზე! თავის მართლება არ მოაგვარებს პრობლემას!

• პატარა ბავშვებს უნდა ჩააცვათ საცურაო კოსტიუმი!• პატარა ბავშვებს არ უნდა მოსთხოვოთ „პასპორტის ჩვენება” ა.შ

• პატარა ბავშვების ტუალეტის ტრენინგი იწყება 2 წლიდან! პატარა ბავშვებს სასქესო ორგანოს მოშარდვის დროს არ უნდა უჭერდეთ! მოშარდოს ჩაკუზულმა თუ ბიჭია.

• პატარა ბავშვებს ქუჩაში 2 წლამდე ჩააცვით ქუჩაში პამპერსი!• პატარა ბავშვები ქოთანზე უნდა ისაქმებდნენ პირად სივრცეში და არა საჯაროდ, მაგ: სასტუმრო ოთახში.

• პატარა ბავშვების სასქესო ორგანოები არის პირადი და არ უნდა იყოს საჯარო!• პატარა ბავშვებს არ უნდა შეეხოთ ნებართვის გარეშე (არც მშობლებმა)!

• უცხო ადამიანები სასურველია საერთოდ არ ეხებოდეთ სხვის ბავშვებს!• პატარა ბავშვებს არავინ არ უნდა კოცნიდეს სასქესო ორგანოებზე!

• იმიტომ რომ საჯარო ტუალეტები არ არის, არ ნიშნავს რომ ბავშვებს ქუჩაში აშარდინოთ და დაურღვიოთ ფსიქიკა სამუდამოდ! მენტალობაშია ეს ყველაფერი ნორმალიზებული - “მერე რა ბავშვია, მოშარდოს”. საჯარო ტუალეტების არარსებობით არ მართლდება საჯაროდ ბავშვების მოშარდვით ზიანი რომელიც ბავშვებს ადგებათ! (თუ მხოლოდ საჯარო ტუალეტები შეცვლის თქვენს მენტალობას მაგაზეც ვიზრუნოთ).

• ვინმეს ჰყავს თუ არა ბავშვი არაფერ შუაშია, ეს პრობლემას არ ცვლის; მთავარია ის რომ მშობლობა არის პასუხისმგებლობა და მშობლობა უნდა ისწავლო მშობლობამდე (ესეც სექსუალურ განათლებაში ისწავლება) - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.