პაროლები, რომლებიც არასდროს უნდა გამოიყენოთ - რას გვირჩევენ კიბერუსაფრთხოების ექსპერტები

პაროლები

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები გვიზიარებენ იმ პაროლების სიას, რომლებიც ანგარიშის შექმნისას არ უნდა გამოვიყენოთ, თუ გვინდა რომ ჰაკერული შეტევის სამიზნე არ გავხდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს. 

მათი თქმით, უნდა მოვერიდოთ პაროლებად საყვარელი ცხოველების, მშობლებისა და შვილების სახელების გამოყენებას. 

ახალი კვლევის მიხედვით მომხმარებელთა 47% პაროლად სწორედ შინაური ცხოველის სახელს ირჩევს, 26% შვილისას, 15% კი მშობლებისას. 

„მსგავსი სახის პაროლების დაყენებისას მზად უნდა იყოთ, რომ თქვენს ანგარიშს ჰაკერები ძალიან მარტივად გატეხენ",- ამბობენ ექსპერტები. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, რომ პაროლის დაყენებისას გამოვიყენოთ ციფრები, სიმბოლოები და რაც გრძელი სიტყვები.