პარლამენტთან აქციის მონაწილეები რამდენიმე მოქალაქეს დაუპირისპირდნენ

aqvia

 პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები რამდენიმე მოქალაქეს დაუპირდაპირდნენ, რომლებიც, მათივე შეფასებით, სუს-ის აგენტები არიან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ხელისუფლებას აქციაზე სპეციალურად ჰყავთ შეგზავნილი სუს-თან მომუშავე პირები, რათა დემონსტრანტებს ფოტოები გადაუღოს და მასალა შსს-ს მიაწოდოს.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ პირებს აქციის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.